პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე
აშშ-დან ავტომობილის ტრანსპორტირებას, დაახლოებით, 2–3 თვე სჭირდება და მისი ვადები დამოკიდებულია ავტომობილის ლოკაციაზე, დოკუმენტის (ტაიტლის) ტიპზე, ამინდზე და ა.შ.
მომხმარებელთან კონსულტაციისა და მისი მოთხოვნების დეტალურად გაცნობის შემდეგ, „ინდიგო ქარსის“ წარმომადგენელი მონაწილეობს აუქციონში და ახორციელებს ბიდინგს მისი სახელით.
ავტომობილის იმპორტის ფასი განისაზღვრება მისი აუქციონის ღირებულებისა და იმ ლოკაციის მიხედვით, საიდანაც ხდება ტრანსპორტირება.
ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში საკითხს განიხილავს ზარალების დეპარტამენტი. თუ დაზიანება ტრანსპორტირების პროცესშია მიყენებული, ხდება შესაბამისი შეფასება და ანაზღაურება.
კონტეინერი ჩამოიტვირთება ფოთის ან ბათუმის პორტში. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თავად დახვდეთ, ან ისარგებლოთ ჩვენი ევაკუატორის მომსახურებით, რომელიც ავტომობილს პირდაპირ თქვენს მისამართზე მოგაწვდით.
„ინდიგო ქარსი“ გაძლევთ წვდომას ამერიკის წამყვან აუქციონებზე არსებულ ათასობით ავტომობილზე. ჩვენი გაყიდვების კონსულტანტები დაგეხმარებიან შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი - თქვენი ბიუჯეტისა და საჭიროებების გათვალისწინებით. ჩვენ ვუზრუნველყოფთ სრულ პროცესს: ავტომობილის მოძიებიდან და შეძენიდან დაწყებული, ტრანსპორტირებითა და საბოლოო მიწოდებით დამთავრებული.
ავტომობილის შეძენის გადაწყვეტილების მიღებისას საჭიროა წინასწარი შენატანის განხორციელება, რაც უზრუნველყოფს აუქციონში მონაწილეობისა და ბიდინგის პროცესის დაწყებას.
„ინდიგო ქარსი“ უზრუნველყოფს, რომ კლიენტების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია არ გამოქვეყნდება და სრულად კონფიდენციალურად იქნება დაცული. დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.