ავტომობილის დაჭრისა და ტრანსპორტირების სერვისი
დაჭრილი ავტომობილების ტრანსპორტირება Indigo Cars-ის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ჩვენს ნიუ-ჯერსის საწყობში ავტომობილები პროფესიონალურად იჭრება, უსაფრთხოდ იფუთება და საერთაშორისო გადაზიდვისთვის მზადდება, რაც უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ, მოქნილ და ეკონომიურად გამართულ ლოგისტიკურ პროცესს.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
აშშ-ში სასაწყობე ტერიტორია ავტომობილის დასაჭრელად
01
გამოცდილი და მაღალკვალიფიციური პერსონალი.
02
სათადარიგო ნაწილების უსაფრთხო შეფუთვა ტრანსპორტირებისთვის.
03
ავტონაწილების დეტალური შემოწმება.
04
ვამოწმებთ თითოეულ დეტალს.
05
ვუგზავნით ნაწილს ჩვენს კლიენტს.
06
ავტომობილის დაშლა შესაძლებელია მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად:
- პირველი მეთოდით ავტომობილი იჭრება შუა ნაწილში, წინა და უკანა კარებს შორის. ამ დროს ნაწილები თითქმის არ ზიანდება და ინარჩუნებს ყველა მოხსნად დეტალს, მათ შორის მინებსა და ლუქს.
- მეორე მეთოდით იჭრება წინა ნაწილი წინა საყრდენთან და იგზავნება სრულად, უკანა ნაწილთან ერთად, სადაც შენარჩუნებულია გამოსაყენებელი დეტალები. ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება მაშინ, როცა უკანა ნაწილი დაზიანებულია.
- მესამე მეთოდით ავტომობილი სრულად იშლება და იგზავნება მხოლოდ საჭირო ნაწილები. ეს ამცირებს განბაჟების ხარჯებს და კონტეინერში დატვირთვას უფრო ეფექტიანს ხდის.
ხარ დაინტერესებული ავტომობილი დაჭრა-დანაწევრების სერვისით?
შეავსე განაცხადის ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი უმოკლეს დროში დაგიკავშირდება
შეავსე ფორმა